რუსებმა სუმს რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები

რუსებმა სუმს რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის ბევრი დაღუპული, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბევრი მსხვერპლია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს კობზარი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვი.