უკრაინელებმა რუსების გაშვებული 55 დრონიდან 43 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 55 დრონიდან 43 ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 55 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 43 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 12 დრონი დაიკარგა.

დრონები რუსეთის ქალაქებიდან - ორელიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

უკრაინელებმა დრონები ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს.