კობა სუბელიანი აფხაზეთიდან დევნილ სამამულო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს მიულოცავს

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრი ვეტერანებს საჩუქრად 100-100 ლარს გადასცემს. ვეტერანებთან შეხვედრა მელიქიშვილის; №1-ში, ეთნოკლუბის შენობაში გაიმართება.