შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი გამოცხადდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს.
მონაწილეობისთვის საჭიროა 5 წევრიანი გუნდი.
კონკურსის ეტაპები:
- ღია რაუნდი – 2 მაისი
- ნახევარფინალური ტური – 12 მაისი
- ფინალური ტური – 22 მაისი
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ჰარვარდის ქეისების კონკურსში, რომელიც საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის იმართება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდები აღნიშნულ კონკურსში უკვე 4 წელია წარმატებით მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებს იკავებენ.
ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

























