საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Reuters - ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს
-221 წუთის წინ
07.04.2025 / 23:26

ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი

1234567891011121314151617181920212223
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“ - რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს წინა ხელისუფლების დანაშაულები სრულად გამოიძიოს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები გააუბედურეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნახევარი სიმართლის დრო დამთავრებულია“.

„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ „ოცნების“ მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით შექმნა. ცინიკურია ფაქტი, რომ „ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი „ნაცი“, კონკრეტულად: ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი იყო. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდ-ის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში და ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა „ნაცების“ დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიცილების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა