ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით „ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვს“.
„ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ. ახლა, ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ - ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 10 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.