საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის
-222 წუთის წინ
07.04.2025 / 17:47

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი - გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები წამოვიდა

გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე - ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

„დღეს, ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. პირველი, არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი. მინდა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმიდან“ მათ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის ორი მთავარი მიზანი სრულიად უცვლელი რჩება, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, ზოგჯერ რაც იყო - წამება, ცუდი მოპყრობა, ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში და ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ, ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე - ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები - 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა