პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები უკვე 120-ე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები და საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.