უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი უადგილო და უსარგებლოა.
საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
არსებული ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა 24 მარტს მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.