საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დიმიტრი პესკოვი - აშშ-თან კონტაქტები გრძელდება - კმაყოფილები ვართ იმით, თუ რამდენად პრაგმატულად, კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითარდება დიალოგი

აშშ-თან კონტაქტები გრძელდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„სწორედ ამ კონტაქტების მეშვეობით გუშინ სწრაფად შეთანხმება შევძელით რუსეთისა და უკრაინის ობიექტების სიაზე, რომლებიც ენერგოსისტემებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს ექვემდებარება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან არსებული პრაგმატული და კონსტრუქციული კონტაქტებით კმაყოფილია.

„კმაყოფილები ვართ იმით, თუ რამდენად პრაგმატულად, კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითარდება დიალოგი“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა. კრემლმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნა მოითხოვა და იმ ობიექტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ენერგოსისტემებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს ექვემდებარება. კრემლის განცხადების თანახმად, მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს და სიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები; ნავთობის მილსადენები, გაზსადენები და ნავთობის საცავები; ელექტროსადგურები და ქვესადგურები; ატომური ელექტროსადგურები და ჰიდროელექტრო კაშხლები შედის.

ანდრო გოცირიძე - ის, ვინც ხელისუფლებაში რუსული ინტერესის გამტარებელია, კარგად ხვდება, რასაც აკეთებს - უნდა დაინერგოს მითი, რომ ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის მითითებით და რომ დასავლეთი ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2025
Render Group - საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია
BDO Digital და „ანაგი“ – ERP სისტემით ციფრული ტრანსფორმაციისკენ
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა