საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა
14.04.2025 / 00:23
14.04.2025 / 00:23

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება, რასაც 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

123456789101112131415161718192021
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ისე ფეხის მოქნევას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აქტივისტმა ჯაფარ ილმაზიმ, იგივე თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მისი მხრიდან ნადირაძის ლანძღვა-გინებას ჰქონდა ადგილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, მან კი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ნადირაძეს. მისივე თქმით, ადგილზე მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სხდომაზე დაკითხავენ.

თავის მხრივ, ქათამაძემ განმარტა, რომ ის კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს, კერძოდ „48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ძვლები ტკიოდა და დიდი ხნით ჯდომა არ შეეძლო, პალატაში კი ისეთი მატრასი მიუტანეს, საიდანაც ზურგში მავთულები ერჭობოდა“.

ქათამაძემ მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესზე ასეთი განცხადება გააკეთა:

„არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო - მე, უბრალოდ, „ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე... ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, - განაცხადა ქათამაძემ.

სხდომის დაწყებისთანავე ქათამაძემ რამდენიმე შუამდგომლობაც დააყენა. მან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა, რომელიც ინციდენტის შემსწრეა. ასევე, ქათამაძემ საქმეზე საკვები რაციონის ნივთმტკიცებად დართვა და მისთვის ფოტოების გადაღება მოითხოვა, ვინაიდან მისთვის, „როგორც მოშიმშილე პირისთვის საკვების შემადგენლობას მნიშვნელობა ჰქონდა“. ქათამაძის თქმით, მას „მარილიანი, ძმრიანი, კარაქიანი საჭმელი აჭამეს“. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა წერილობითი მტკიცებულებები საქმეს დაურთო, დანარჩენი შუამდგომლობები კი არ დააკმაყოფილა, „რადგან ან დასაბუთებული ან საქმესთან შემხებლობაში არ იყო“.

თავის მხრივ, კლინიკა "ვივამედის" უფროსი ექთნის, ლელა თავაძის ჩვენებით, თემურ ქათამაძე კლინიკის დირექტორს ფეხით შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ქათამაძე აგრესიულობით გამოირჩეოდა, ამასთან, ყველა მომსახურებით უკმაყოფილო იყო.

"ფეხით შეეხო[ნადირაძეს], იყო გინების მომენტიც",- განაცხადა თავაძემ.

მას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ჰკითხა, მოხვდა თუ არა ნადირაძეს ფეხი, რასაც ექთანმა დადებითი პასუხი გასცა. მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე, იყო თუ არა ქათამაძე სხვების მიმართაც მსგავსი დამოკიდებულებით, ან სხვებს როგორ ექცეოდა, თავაძემ უპასუხა, რომ ის აგრესიული იყო.

"ძალიან უხეში იყო, სულ ვცდილობდი მასთან არ შევსულიყავი, სულ უხეშობდა, უკმაყოფილო, აგრესიული იყო, ექიმიც დაითხოვა, მკურნალ ექიმზე უარი განაცხადა. არ მოსწონდა კვება, სიტუაცია, ყველას ეუხეშებოდა.... ლიფტთან ისმოდა ამ ბატონის ხმა", - განაცხადა ექთანმა.

ქათამაძის ადვოკატის თქმით, შეესაბამებოდა თუ არა პროტოკოლს კლინიკის კვება, ექთანმა დადებითი პასუხი გასცა.

"რა თქმა უნდა, შეესაბამებოდა. ხინკალი და პიცა პროტოკოლის შესაბამისი არაა", - განაცხადა თავაძემ.

თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე „ვივამედში“ შიმშილობის პერიოდში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას შიმშილობა შეწყვეტილი აქვს და კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა
„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა