შეერთებული შტატები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმზე რუსეთის დღევანდელი საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X- ზე წერს.
"ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ რატომ ხარჯავს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად", - წერს რუბიო.
სუმზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, დაშავდა - 117, მათ შორის არიან ბავშვები.