საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის
-152 წუთის წინ
07.04.2025 / 17:47

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზაზა ბიბილაშვილი - რაღაც არხებით შეძლეს რუმინეთში დელეგაციის გაგზავნა და რამდენიმე სურათის გადაღება, რომელსაც გააპიარებენ, როგორც ლეგიტიმაციის დასტურს, მაგრამ ეს ასე არაა - „ქართული ოცნება“ აურაცხელ რესურსს დებს ლობისტებში, რათა შექმნას ე.წ. კარწინკა

„ქართული ოცნება“ აურაცხელ რესურსს ხარჯავს, რომ რამენაირად შექმნას ე.წ. კარწინკა, თითქოს მას ხელს ართმევენ და ყველაფერი ჩვეულებრივადაა - რაღაც არხებით მათ შეძლეს დაბალ დონეზე, საპარლამენტო დელეგაციის გაგზავნა და იმ რამდენიმე სურათის გადაღება, რომელსაც შემდეგ გააპიარებენ როგორც ლეგიტიმაციის დასტურს, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუმინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია არა საქართველოს საქმე, არამედ ვიზუალური აღქმის შექმნა, რომ მათ ელაპარაკებიან.

„ქართული ოცნებისთვის“ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შექმნას ილუზია იმისა, რომ ის ლეგიტიმურია. ის აურაცხელ რესურსს დებს ლობისტებში, აურაცხელ რესურსს ხარჯავს, რომ რამენაირად შექმნას ე.წ. კარწინკა, რომ თითქოს მას ხელს ართმევენ, ელაპარაკებიან და ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ვერ გეტყვით ამ კონკრეტული ვიზიტის ანატომიას, მაგრამ, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაღაც არხებით მათ შეძლეს კონკრეტულად ამ საკმაოდ დაბალ დონეზე საპარლამენტო დელეგაციის გაგზავნა და იმ რამდენიმე სურათის გადაღება, რომელსაც შემდეგ გააპიარებენ, როგორც ლეგიტიმაციის დასტურს. სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არაა. თუმცა, მათთვის მნიშვნელოვანია არა საქართველოს საქმე, არამედ ის, რომ შეიქმნას ვიზუალური აღქმა, რომ მათ ელაპარაკებიან. რაც შეეხება თავად შინაარს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. როგორც ვნახეთ, თითქოს ამ დელეგაციის რომელიღაც წევრმა უთხრა რუმინელებს, 20230-სთვის ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლადო“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომ რუმინულ მხარეს ჰკითხეს, თავად ევროკავშირი რამდენად იქნება მზად 2030 წელს გაფართოებისთვის, ბიბილაშვილი ამბობს, რომ ეს „ცინიკურ-რუსული პროპაგანდაა“.

„ეს არის ცინიკურ-რუსული პროპაგანდა, ვინაიდან ევროკავშირი დიდი ხანია, ბოლო რამდენიმე წელია ამბობს, რომ მზად არის გაფართოებისთვის. ევროკავშირის რიტორიკა და პოლიტიკა არის ღია. გვახსოვს 2022 წელს, როდესაც საქართველოს შესთავაზეს განაცხადის შევსება, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი კამპანია აწარმოვა, რომ ეს პროვოკაციაა - მზად არ ვართ ამისთვის და იმიტომ გვავსებინებენ განაცხადს, რომ უარი გვითხრასო. აღმოჩნდა, რომ უარი არ გვითხრეს და მზად იყვნენ, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაედგათ. კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, რის შემდეგაც „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირს სხვა გზა არ დარჩენოდა და დე- ფაქტო შეეჩერებინა, რასაც ფორმალური შეჩერება მოაყოლეს თვითონ. როგორ შეიძლება 2030-ში ვინმე რამისთვის იყოს მზად, როდესაც დღეს, უკლებლივ ყველა, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გვეუბნება, რომ ეს არ მოხდება, ვინაიდან ეს რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს სახელით გამოდის, დგამს ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გარდა ამისა, ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ ერთობლივ წერილზე და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კარგია, თუმცა ქმედება, რაც ევროპელების ყურადღებას ავტომატურად გამოიწვევდა, გაერთიანებაა.

„არ მგონია, რომ ევროპაში დღეს საქართველოს მიმართ ყურადღების ნაკლებობაა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ეს საერთაშორისო კონიუნქტურა შეიქმნა - საქართველოში სტუმრად ჩამოსული ლიტვის ყოფილის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამბობდა, რომ პრაქტიკულად შოკშია იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც აშშ დგამს, რაც რეალურად ნიშნავს ევროპიდან აშშ-ის გასვლას. ნუ დავარქმევთ ამას ევროპის შეტოვებას, მაგრამ ამას ბევრი ასე აღიქვამს. შესაბამისად, ამ ვითარებაში იმაზე მეტი ყურადღება საქართველოს მიმართ, ვიდრე არის, ერთი მხრივ, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია. მეორე მხრივ, კარგია წერილების გაგზავნა, თუმცა არსებობს ქმედება, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა ყურადღებას. ყოველ ჯერზე, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ევროპაში ჩადიან, იქ მარტივ რჩევას აძლევენ. შეუძლებელია ამდენი პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოდან ჩამოდიოდეს 4 დელეგაცია, შემდეგ ცალკე პრეზიდენტი წერდეს. ისინი ეუბნებიან - გაერთიანდით. თქვენ თუ ამბობთ, რომ ეს არის რეფერენდუმი; თქვენ თუ ამბობთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, მაშინ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ კოორდინაციის მიღმა არ მიდიხართ. ევროპელები ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, შეუძლებელია, ევროპელები ელაპარაკებოდნენ 2,3,5,7%-იან პარტიებს, რომლებიც კოორდინაციის მიღმა ვერ მიდიან“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა