ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ, - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამის შესახებ ვფიქრობდი: 30-დღიანი ზავი, რასაც ამერიკელები და უკრაინელები ითხოვენ. უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ამერიკელებმა თქვეს: 30 დღე. სხვათა შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თავად უკრაინა არ დათანხმდება.

„თუ ეს ზავი ყველაფრის გაყინვას ნიშნავს, იმას, რომ არანაირი მოძრაობა არ იქნება, მაშინ ამას, სავარაუდოდ, უკრაინელები არ დათანხმდებიან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.