მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდება

მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ხვალ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე 12-14 მარტს ვაშინგტონს ეწვევა.

„ვიზიტის ფარგლებში ის ადმინისტრაციისა და აშშ-ის კონგრესის მაღალჩინოსნებს შეხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.