სენატორი ელისა სლოტკინი - რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს - მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი, ტრამპი ცივ ომს წააგებდა

სენატორი ელისა სლოტკინი - რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს - მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი, ტრამპი ცივ ომს წააგებდა

რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, ელისა სლოტკინმა („დემოკრატიული პარტია“) კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.

„გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა“, - განაცხადა ელისა სლოტკინმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს „ვლადიმერ პუტინის მსგავს დიქტატორებთან მჭიდრო ურთიერთობის სჯერა“.

„უკრაინაში ომის დასრულება ყველას გვინდა. მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე აშშ-ის მიერ სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის მორალურ სიცხადესთან გაერთიანებას მოითხოვს“, - აღნიშნა სლოტკინმა.