საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაჭრილები მოინახულა
-11 წუთის წინ
11.04.2025 / 02:37

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრინცმა

123456789101112131415161718192021222324
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
დავით უსუფაშვილი
ოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მაია ბუწაშვილი - წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ „ტამიფლუს“ - ამ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება

წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ „ტამიფლუს“ - „ტამიფლუს“ თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, - ამის შესახებ ინფექციონსტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც.

ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიც ხშირია.

რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი „ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1-ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო „საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები.

თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. „ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს.

თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად „ტამიფლუს“). კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა ჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ „მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ.

„ტამიფლუს“ თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში „ტამიფლუს“ ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის.

„ტამიფლუ“ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს.

მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები).

საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება“,- წერს ბუწაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
კოლიერსი X არქტური – როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში? | კონცეპტუალური დიზაინები საჩუქრად კონკრეტული მიწის მფლობელებისთვის
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს