This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 3 აპრილიდან) განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2025 წლის 14 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.