საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა 4 ავტომანქანა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა,  დაზიანდა 4 ავტომანქანა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც 4 ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

"ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.