ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მივიდა

ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მივიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულებისა და აშშ-ევროპის ურთიერთობების საკითხებს განიხილავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც ეწვევა.