დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა

დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა

დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, უამინდობის გამო, მესამე დღეა ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები ვერ სრულდება.

ცნობისთვის, ბათუმში ამ დროისათვის თოვა და ქარბუქია.