საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის
-152 წუთის წინ
07.04.2025 / 17:47

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე - ვინ მოგცა უფლება, თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! - როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, გაქვს ბულინგის მცდელობა, გამოდის, რომ ამას ძალით იწვევ და გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი

როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი - თუ იქნება ერთი ისეთი მაგალითი, როცა ადამიანს არც შეურაცხყოფა აქვს არავისთვის მიყენებული, არც ფიზიკური დაპირისპირება და თავდასხმა აბსოლუტურად უმიზეზოდ შეიძლება მოხდეს, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებს დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით შეიძლება კითხვები ჰქონდეთ, მაგრამ „არც ერთხელ არ დაუგმიათ და არ უთქვამთ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს თავს დაესხა და აბულინგო ის“.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, საიდან მომდინარეობს რადიკალიზმი და აგრესია. ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან არასდროს დაწყებულა. ვერ მოიტანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ დასაწყისი ჩვენი მხრიდან იყო!

შესაბამისად, როდესაც შენ ხარ პროვოცირების საგანი, როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, რომ ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, მაგრამ გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი.

როდესაც შენ ხდები მიზეზი და საშუალება რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში, რომ როგორღაც პროვოცირება მოაწყო, ნუ მივცემთ საშუალებას ამ უცხოურ ძალას და მის აგენტურას, რომ მოხდეს პროვოცირება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის წევრი იმასაც ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები არსებობენ და მომხდარის მიზეზს ის გამოიძიებს.

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე ამ პიროვნების არ მჯერა. როგორ შეიძლება იმ პიროვნების სიმართლე დაიჯერო, რომელიც უცხოეთში მიდის და ასე უაპელაციოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს ესხმის თავს, აწყობს ბულინგს, დემარშს და ათასგვარ უბედურებას.

ვინ მოგცა უფლება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! არ მოგწონს ეს ხელისუფლება?! - კი, ბატონო! შეგიძლია შენი განსხვავებული აზრი არჩევნებზეც და სოციალურ ქსელშიც გამოხატო და თუ რაიმე ტიპის შევიწროება მოხდება, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს დილით, თბილისში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

ვიდეო მიმართვაში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. გაბიტაშვილს სახეზე მიყენებული დაზიანებები ეტყობა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა