საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

საპატრიარქო - პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო - ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული
-212 წუთის წინ
08.04.2025 / 17:22

ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს

123456789101112131415161718192021
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ვაშაძე - გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს, ეს მისი არჩევანია, დანარჩენმაც თქვას ასე ღიად - სალომე ზურაბიშვილმაც თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს - ცოტა მეტია საჭირო იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული ფრონტი ჩამოყალიბდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციური ერთიანობა ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთად მუშაობას და საერთო ჯამში ერთიან სიას არჩევნებზე.

კერძოდ, ვაშაძე ფიქრობს, რომ სწორედ ამ სქემით უნდა მოხდეს „ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების თარიღის მოპოვება“ , შემდგომ კი უკვე არჩევნებში ერთიანი სიით გამარჯვება.

ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩართვისას მის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებული განცხადება განმარტა და დაასახელა რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მისი აზრით, ბრძოლის ახალ ეტაპზეა საჭირო.

„ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია სრული ერთიანობა. რას აკეთებს ივანიშვილი და ეს რეჟიმი - 500 მოძალადეზეა დაფუძნებული, უეცრად ბევრ სვლას აკეთებს იმისთვის, რომ აჩვენოს ვითომ ძლიერია. რეალურად დღითიდღე სუსტდება. ჩვენ ხომ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ. ძალა ერთობაშია. ერთიანობა ჩემთვის ნიშნავს ერთიან შტაბს, ნიშნავს 24/7-ზე ერთად მუშაობას, ერთად ბევრი აქციის ორგანიზებას, ერთად საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლას. ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების თარიღის მოპოვებას და შემდგომ უკვე არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ერთიანი სიით. ამაზე ვართ შესათანხმებელი“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ სწორედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

მისი თქმით, შესაბამისი შეთავაზება მას ოპოზიციურ პარტიებთან ჰქონდა.

„ბოლოს როდის ნახეთ ერთად შეკრებილი ოპოზიცია. როდის იყო ოპოზიცია ერთად შეკრებილი და რამე საერთო გზავნილი უთხრა საზოგადოებას. წერილობით მუშაობა ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა შედეგებიც გვაქვს, ევროსაბჭოში რეზოლუციას ერთიანობით მივაღწიეთ“, - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი.

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციაში ლიდერების ნაწილი ეთანხმება მის პოზიცია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ვაშაძის ხედვას ერთიანობაზე არ იზიარებენ.

„მე მათ ყველა ლიდერთან მქონია საუბარი ამ საკითხზე. ყველამ იცის ჩემი პოზიცია. ზუსტად ვიცი, რომ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, სხვები ეთანხმებიან ამ პოზიციას... მაგრამ ვიღაცა ამბობს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ, მაგრამ არა ერთიანი არ ვიყოთ. არ გამოვა ასე. არ გამოვა“, - განაცხადა ვაშაძემ.

კერძოდ, ვაშაძის თქმით, „გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს“.

„არ უნდა მას, გავიგე. ეს მისი არჩევანია. კი არ ვებრძვი, დანარჩენმაც თქვას ასე ღიად“, - დასძინა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი - სალომე ზურაბიშვილმაც თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ხვალ გვაქვს შეხვედრა და კარგი იქება, რომ ამ შეხვედრაზე სიღრმისეული მსჯელობა გვექნება. აქვს მას უფრო მნიშვნელოვანი როლი? - აქვს. ვაღიარებთ ჩვენ მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად? - ვაღიარებთ. ვფიქრობ, ცოტა მეტია საჭირო იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული ფრონტი ჩამოყალიბდეს, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვებას დადებს. მე ამის მჯერა, დანარჩენი საზოგადოებამ გადაწყვიტოს“,- დასძინა ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ