ჯო ბაიდენი - თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას

ჯო ბაიდენი - თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას

თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენდრიუსის ბაზაზე შეკრებილ მხარდამჭერებსა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს განუცხადა.

„გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. საინუგურაციო სიტყვა მოისმინეთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენს ქვეყანას კვლავ სჭირდებით“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან კალიფორნიაში გაემგზავრა.