სარატოვში დრონებით თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა

სარატოვში დრონებით თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა

რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან ბუსარგინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარატოვსა და ენგელსზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ერთ-ერთ სამრეწველო საწარმო დაზიანდა“, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.