“საკან #5”-ში “უცნობის” ნაცვლად ზაზა პაპუაშვილი ჩაჯდა

ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში პროექტი “საკანი #5” გრძელდება.

გადაცემის წამყვანი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ჩაანაცვლა. თუმცა, როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ეს დროებით ჩანაცვლებაა და პროექტს უახლოეს პერიოდში “უცნობი” ისევ შეუერთდება.

თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული გია გაჩეჩილაძე ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება.

;

;