ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლები მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლები მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

„ნუ იქნები თანამედროვე ორჯონიკიძე - ჰერეთი, საინგილო" - ამ ლოზუნგით ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერები წარწერით: "ჰერეთი თქვენთანაა", " ჰერეთი ევროპული მომავლისთვის" და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი შინაარსის სხვა პლაკატები.