მარკ რუტე მაია სანდუს შეხვდება

მარკ რუტე მაია სანდუს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ხვალ, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მიიღებს.

ასევე, მაია სანდუ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სიტყვით მიმართავს.