საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის
-222 წუთის წინ
07.04.2025 / 17:47

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ბარამიძე - უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, არა მარტო პარლამენტთან, როგორც „დოქსოპულო“ კობახიძე საუბრობს,არამედ აფთიაქებში, მაღაზიებში, მეტროებში - ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და აქამდე არსებულ სხვა პოლიტპატიმრებს მიემატნენ ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და უამრავი დაკავებული პატრიოტი, რომელიც ამ რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს აპროტესტებდა - ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს „კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას“.

„ახლა მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც პუტინის პირადი ტყვეა და ამ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და აქამდე არსებულ სხვა პოლიტპატიმრებს მიემატნენ - ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და უამრავი დაკავებული პატრიოტი, რომელიც ამ რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს აპროტესტებდა. [„ქართული ოცნება“] კრიმინალურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ყველანი ვხედავთ, როგორ იყენებს [„ქართული ოცნება“] ნიღბიან მოქმედ პოლიციელებს, თუ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ისინი უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, არა მარტო პარლამენტის შენობასთან, როგორც „დოქსოპულო“ კობახიძე საუბრობს, ვითომ შეტევების გამო, არამედ ადამიანებს ეკიდებიან რესპუბლიკის მოედნამდე, აფთიაქებში, მაღაზიებში, მეტროებში და ა.შ.

ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი და ბუნებრივია, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატონ, საერთოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოშალონ. მათ უნდათ, რომ საქართველო მოწყვიტონ ჩვენს ერთგულ მეგობრებს - ევროკავშირს, ნატო-ს და კვლავ დააყენონ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და რუსეთის სატელიტი ქვეყანა გაგვხადონ. ეს არ გამოუვათ! იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი არ ეთანხმება, არ მოითმენს, ქართველი ხალხი იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს!“, - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა