საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ვაშაძე - მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ  დაგვშალეს, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას - ახალ ტაქტიკაზე ვართ გადასული, ესაა მობილური პროტესტი

ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი. ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას - ფიქრობდნენ, რომ ვინმე ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა მათთან. მშვიდობიანად გავიარეთ ეს პროტესტი, -ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, მიზანი ამ წუთსაც შესრულებულია, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია.

„პოლიციამ აბსოლუტურად არაპროპორციული და უკანონო ძალა გამოიყენა, ჩვენ წინასწარ განვაცხადეთ რას ვაკეთებდით, რა ტიპის პროტესტი იყო. მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს. ხედავთ, რომ აქ ვართ. ახლა მელიქიშვილი დაკეტილია და ვართ ახალ ტაქტიკაზე გადასული - ესაა მობილური პროტესტი. რას ნიშნავს მობილური პროტესტი. მოიწევენ, ჩვენც მივიწევთ, პოლიციასთან დისტანციას ვინარჩუნებთ. მათ უნდათ ჩვენი დაკავება, პირადად ჩემი დაკავებაც სცადეს, არ ვაძლევთ დაკავების შესაძლებლობას, გადავადგილდებით, ჩერდებიან! ? ვერ გამოგვეკიდებიან დიდხანს, ჩვენც ვჩერდებით! ეს არის ჩვენი მობილური პროტესტი, რითაც ვაგრძელებთ ამ უწყვეტ პროტესტს. ხალხი გვემატება და აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ დღეს ვნახეთ მათი სრული რესურსი. 100%-ის მობილიზება მოახდინეს დღეს, რაც დავინახეთ, რომ ფაქტობრივად არაფერია, იმიტომ, რომ მთელი ეს რეჟიმი ამაზე დგას, რაც დღე იყო მობილიზებული. მოვუწოდებ საზოგადოებას, იგივე ტიპის პროტესტი შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა ქალაქებშიც და მერწმუნეთ, ვერაფერს იზამენ. არ ვაჭერინებთ თავს, არ შევდივართ პოლიციასთან შემხებლობაში. თუ მოდიან, გადავადგილდებით და დისტანციას ვინარჩუნებთ!

მათ ჩემი დაკავებაც სცადეს, ნიკას დაკავებაც სცადეს, უნდათ, რომ ეს პროტესტი ლიდერების დაკავებით გაანეიტრალონ, მაგრამ ეს პროტესტი არ გაჩერდება! ახლა ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი. ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას. შემთხვევითი არ იყო ჩვენ მიერ უნივერსიტეტთან ამ ადგილის შერჩევა. ყველა მიმართულებით გვქონდა პროტესტის გაგრძელების საშუალება. რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ვინმე ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა მათთან. მშვიდობიანად გავიარეთ ეს პროტესტი. მელიქიშვილი დაკეტილია. ჩვენი მიზანი, რაც გვაქვს, ამ წუთსაც შესრულებულია - ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა სამართალდამცავებისგან დისტანცია დაიჭირონ და დაკავების პრევენციისთვის ჯგუფ-ჯგუფად იარონ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა