გიორგი რურუა - სუს-დან მივიღე უწყება, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა

გიორგი რურუა - სუს-დან მივიღე უწყება, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი რურუა FACEBOOK-ზე წერს.

გიორგი რურუას განცხადებით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.

აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი”, - წერს გიორგი რურუა FACEBOOK-ზე.