წალენჯიხაში მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხაში მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.