საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მისულ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა
-220 წუთის წინ
09.04.2025 / 09:42

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა,

12345678910111213141516
1234
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი გახარია - თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% - სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, ყველაფერი ჩვენს ხელშია, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე

ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს „ოცნებამ“ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ „ოცნებამ“ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, „ოცნება“ და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო.

დღეს „ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ