ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს აშხაბადში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში : „დროთა და ცივილიზაციათა ურთიერთკავშირი - მშვიდობისა და განვითარების საფუძველი“.

ფორუმზე მიწვეული არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც და მოსალოდნელია, რომ მას ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და რიგი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.