"დელტას" ყოფილი მეთაურის გია ღვალაძის ნათესავს ოჯახი მთელი დღეა ეძებს

თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” ყოფილი მეთაურის გია ღვალაძის ნათესავს გურამ სამსონაშვილს ეძებენ.

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სამსონაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ღვალაძემ გუშინ საღამოს, 20.00 საათზე სახლიდან გაიყვანა სამსონაშვილი და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

;~დღეს ოჯახმა ვიდეომასალა ნახა ტელევიზიით, სადაც ღვალაძეც იყო. მას შემდეგ ეძებენ, თუმცა უშედეგოდ~,-განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ სამსონაშვილს ჯართან არანაირი კავშირი არ აქვს, ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს.

;