ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, ტანკერს, რომელზედაც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თავს, სავარაუდოდ, „ჰუსიტები“ დრონის გამოყენებით დაესხნენ.

ტანკერი Sounion-ის ეკიპაჟი რუსი და ფილიპინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა.

„ჰუსიტებს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.