უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს, მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონგრეგაციებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გასაწყვეტად 9 თვე ექნებათ.