საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

მამუკა მდინარაძე - 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
-195 წუთის წინ
09.04.2025 / 11:00

36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით,

12345678910111213141516
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
ნინო წილოსანი
პარლამენტის წევრი
მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა "ჩვენ დავბრუნდებით" ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა "ჩვენ დავბრუნდებით" ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა.

პირველ განყოფილებაში ემიგრანტმა მოზარდებმა მაყურებელს მიუზიკლი "რწყილი და ჭიანჭველა" წარუდგინეს. პიესის და მუსიკის ავტორი ასევე, ემიგრანტი კომპოზიტორი, თურქეთში მცხოვრები ნელი აფციაურია.

„უმაღლეს დონეზე წარმოადგინეს უცხო მიწაზე დაბადებულმა ქართველებმა ჩემი მიუზიკლი „რწყილი და ჭიანჭველა“. გამართული ქართული მეტყველება, მუსიკალური და ვოკალური შესაძლებლობები უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მადლობა ქალბატონ მანანა ხორბალაძეს ამ მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმისთვის, რასაც ის ქართული თეატრით აკეთებს ბელგიის სამეფოში“, - განაცხადა ნელი აფციაურმა.

მეორე განყოფილებაში უკვე უფროსი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი უჩვენეს მაყურებელს.

სპექტაკლში ბელგიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი თეატრის დამფუძნებელი მანანა ხორბალაძეა.

„ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხეთ ამ სპექტაკლების დადგმა. შევძელით მაყურებელს ემოგზაურა ისტორიულ სამშობლოში სპექტაკლის გმირებთან ერთად და გავაცოცხლეთ XI საუკუნის ეპოქა. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემიგრაციაში დაბადებულმა ბავშვებმა იცოდნენ ქართული ენა და საქართველოს ისტორია. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვახერხებ ჩემს პედაგოგებთან თათა კალანდიასთან, ვერიკო როსტომაშვილთან და ფიქრია პირმისაშვილთან ერთად შევინარჩუნოთ ქართული ენა, თვითმყოფადობა და ტრადიციები. მახარებს მშობლებისა და მათი შვილების ენთუზიაზმი ეზიარონ ქართულ ენასა თუ ტრადიციებს. მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა ამ მნიშვნელოვანი სპექტაკლების განხორციელებაში. მათ შორის არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოყვარული მსახიობები: სანდრო ახმეტელაშვილი, მარიამ მარნაძე, მაქსიმე მაჭავარიანი, ანა შავთვალაძე და გაგი გაგალაძე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები შემოუერთდნენ ჩვენს პატარა საქართველოს ბელგიის სამეფოში, რათა ერთობით ვაკეთოთ ქართული საქმე უცხო მიწაზე“,- აღნიშნა თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელმა, მანანა ხორბალაძემ.

სპექტაკლების საპრემიერო ჩვენებები ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის დაფუძნების 10 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. წარმოდგენების ჩვენებას ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„უდიდესი სიხარული მოაქვს ამ ბავშვებს, როდესაც გამოდიან სცენაზე. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო რა უნდა გაკეთდეს, როცა ემიგრაციაში დაბადებული მოზარდები საუბრობენ ქართულად და აზროვნებენ ქართულად, ეცნობიან ქართულ ხელოვნებას და საქართველოს ისტორიას. ანტვერპენის ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ არის უნიკალური მოვლენა ჩვენს სინამდვილეში. თუ უნდა დაუჭირო მხარი რამეს, სწორედ ეს თეატრია, თუმცა ეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ახერხებენ გაგვაოცონ თავიანთი საქმით და სპექტაკლებით. ულამაზესი საღამო გვაჩუქეს. მადლობა და წარმატებები მისურვებია“, განაცხადა ისე ბელგია-ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა.

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში მოქმედ ლიტერატურულ თეატრს „ჩვენ დავბრუნდებით“ უკვე 12 სპექტაკლი აქვს დადგმული და უახლოეს პერიოდში, დაფუძნებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ