ოლაფ შოლცი - იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები - ჩვენ არ გვაქვს სიძულვილის და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა

ოლაფ შოლცი - იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები - ჩვენ არ გვაქვს სიძულვილის და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა

იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილის და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცადა.

გერმანიის კანცლერის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

"ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს”, - წერია შოლცის განცხადებაში.