საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

თბილისში „მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს
-204 წუთის წინ
08.04.2025 / 21:13

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა

„რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა. ჩვენ პარტნიორებს არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით აღარ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ მიატოვონ ქართველი ხალხი იმ ისტორიულ ბრძოლაში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ჰქვია.

„სრულიად საჯაროა, ის რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა. ამიტომ ჩვენ პარტნიორებს არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით აღარ აქვთ.

ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად უფრთხიან, რომ ქართველი ხალხი არ დაზიანდეს ამ ბრძოლაში, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც პარტნიორებისთვის შეუთავსებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დაყენებულია საკითხი, დადგეს ინდივიდუალური სანქციები არამარტო ივანიშვილის მიმართ, არამედ იმ 83 დეპუტატის მიმართაც, რომლებმაც ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.

ის ფაქტი, რომ შვედეთიდან მინისტრი ჩამოვიდა ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, მკაფიო ნიშანია, რომ არავის უნდა ივანიშვილმა საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციოს. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, მათ შორის კობახიძეც გვიმტკიცებდა, რომ არანაირი ფინანსური სარგებელი თუნდაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით არ მიგვიღია, რაც ტყუილია. სტატუსის მიღებით ქვეყანას 2 მილიარდიანი ევროს ფონდი გამოეყო და ეს თუ გადაიხედება იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმი დგამს რუსულ, პუტინისტურ ნაბიჯებს, ეს ქართველ ხალხს დააზიანებს. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ავრცელებს ტყუილს და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს ყველა, მათ შორის იურიდიული ხრიკი, რადგან პოლიტიკურად უმტკივნეულოდ გაიტანოს ეს „რუსული კანონი“. ახალგაზრდები ბუნებრივია გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ, ოპოზიცია კი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევაჩეროთ ამ კანონის მიღება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება მომავალ არჩევნებზე შეცვლის ხელისუფლებას. ივანიშვილმა თქვა, რომ მისი მიზანია გააქროს საქართველოში თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ოპოზიცია, რაც ძალიან მკაფიოდ და ცხადად განაცხადა”,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ