რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დნიპროსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დნიპროსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტები ქვეყნის რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დნიპროსა და ოდესის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.