რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bild-ი ავრცელებს.

Bild-ის ცნობით, ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალური რეაქციაა.

„ჩვენ უკრაინის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას გავაგრძელებთ და საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემთ, რომ შევშინდეთ“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ გერმანიაში სამხედრო ობიექტებზე დივერსიული ოპერაციების მომზადება.