საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს
-223 წუთის წინ
15.04.2025 / 09:37

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრებს

1234567891011121314
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ეკა ბესელია
„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლევან ბეჟაშვილი გომელაურს - შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს აქვს ბანკებში სესხი და რა პროცენტით? - ასევე, რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე?!

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან მომსახურების სააგენტოს სერვისებზე ფასების ზრდის მიზეზების ახსნას ითხოვს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს მათ უწევთ ცხოვრება.

„ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე? მაგალითად: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის აღება 35 ლარი ღირდა და 80 ლარი გახდა. ავტომობილის დაკარგული და დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ხდება. რა მდგენელმა განაპირობა, რომ სერვისის ღირებულება ამ მხრივ გაიზარდა და ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. თქვენივე სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი, სოციალური გაჭირვება, სხვა სამსახური, მაღალი ხელფასების ძიება, საზღვარგარეთ წასვლა... ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად სამინისტროსთვის, რომ შეესწავლა ვინც მიდის, რატომ მიდის, რომ პოლიტიკა ამ მხრივ ჩამოყალიბებულიყო. ასევე, მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოქალაქეების გაჭირვებაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სოციალურ პრობლემებზე, თუ შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს, თანამშრომელს აქვს ბანკებში სესხი აღებული. რა პროცენტებით აქვს აღებული, იმიტომ, რომ ამ პროცენტების გადახდა პოლიციელებისა და თანამშრომლებისთვის სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სერიოზული პრობლემაა. სამინისტროს თუ აქვს ეს საკითხი შესწავლილი ან თუ სწავლობს, იმიტომ, რომ ამ საკითხის შესწავლა და რაღაც წინადადებების მომზადება ამ კუთხითაც შეიძლებოდა, რომ პოლიციელებისთვის გარკვეული შეღავათები ყოფილიყო. სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები აქვს, როცა შეღავათიანი კრედიტებით გასცემს ხოლმე ცალკეულ პირებზე სესხებს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე - ახალი ბიზნეს შესაძლებლობები პროექტში „სიმეტრია ჯიქია“