This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომელიც ლგბტქ+ თემებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საკონსტიტუციო შესწორებას უნგრეთის პარლამენტში მხარი დაუჭირა 140-მა დეპუტატმა, ხოლო 21-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
შესწორების თანახმად, უნგრეთის კონსტიტუცია მხოლოდ ორ სქესს აღიარებს, მამრობითსა და მდედრობითს.
ასევე, საკონსტიტუციო შესწორება 18 მარტს მიღებულ კანონს განამტკიცებს, რომელიც უნგრეთში „პრაიდ მარშების“ ჩატარებას კრძალავს.
უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული შესწორება ნარკოტიკების აკრძალვას, უნგრეთის მოქალაქეობის შესაძლო შეჩერებას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ნაღდი ფულის გამოყენების უფლებასა და სხვა პუნქტებს მოიცავს.
პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო.