აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ოთხი დრონი გაანადგურა

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ოთხი დრონი გაანადგურა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხი დრონი და ერთი

მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა გაანადგურეს.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰუსიტმა“ ბოევიკებმა ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა.