სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ იფნორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გამოწვევები.