თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა თემქაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.