რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამ დროისთვის 8 ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, რუსებმა ოდესა დაბომბეს.

დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.