უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

დონბასში უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ორი რუსული “სუ-34” ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდალ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ავდიივაკასა და მარიუპოლის მიმართულებით კიდევ ორი „სუ-34“ განადგურდა!" - განმარტა ოლეშუკმა.

ცნობისთვის, მხოლოდ დღეს უკრაინელებმა 3, ბოლო თვის განმავლობაში კი 13 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.