პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება.

მას შემდეგ რაც დიპლომატი მოხსენებით გამოვიდა, სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილიდან მედიისთვის დაიხურა.

პარლამენტში რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიწვია.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რაზეც რობინ დანიგანის მოსმენა მიმდინარეობს.